21 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასების და სამხრეთიდან გადმონაცვლებული გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +1°.

