8 იანვრამდე საქართველოში დასვენების დღეებია
8 იანვრამდე საქართველოში დასვენების დღეებია.
კერძოდ, შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
7 იანვარს კი მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს.

