პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის უქმდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის უქმდება და „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება.
ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები აღარ იარსებებს, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება.
ბიზნესომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა შეუწყდებათ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

