ახალი ამბები

საქართველოში საარსებო მინიმუმი 288 ლარი და 40 თეთრია

საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით, ერთ თვეში კი 5.9 ლარით გაიზარდა. ამაზე მიითითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262.4 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 282.5 ლარს.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის ნოემბერში 255.4 ლარით განისაზღვრა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 232.4 ლარით, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში 250.3 ლარით.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.