საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 11 დეკემბერს თელავში სატრანსპორტო მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვები იმოქმედებს
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 11 დეკემბერს თელავში სატრანსპორტო მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვები იმოქმედებს.
,,11 დეკემბერს, 10:00–14:00 საათების განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ელენე ახვლედიანის ქუჩის დასაწყისიდან 9 აპრილის ქუჩის დასაწყისამდე.
შემდეგ, 14:00–18:00 საათებზე, შეზღუდვა გადაინაცვლებს გიორგი არსენიშვილის ქუჩის დასაწყისიდან პარკ „ნადიკვრის“ შესასვლელამდე.
მოქალაქეებ ვთხოვთ, გაითვალისწინონ აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვები,”-აცხადებენ მერიაში.

