ახალი ამბები

ახმეტაში უკანონო სახერხი საამქრო და სამასალე მერქანი აღმოაჩინეს

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტირიაზე აღმოჩენილია ჯამში 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.