ახალი ამბები

დღეს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თელავში, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.

10 დეკემბერს, 10:00 საათიდან 17:40 საათამდე, საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ქ.თელავში ბარნოვის ქუჩაზე.