საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარება მცირდება
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხორბლის სასურსათო მოხმარება 11%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საკვებად 546 ათასი ტონა ხორბლის გამოყენება მოხდა, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 640 ათას ტონას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10-წლიან პერიოდში ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით სასურსათო ხორბალი საქართველოში 2020 წელს მოიხმარეს – 643 ათასი ტონა.

