ენერგეტიკულ საწამოებთან ურთიერთობების საკითხები კომერციული საიდუმლოება ხდება
ენერგეტიკული საწამოების მიმართ არსებული დავალიანებებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების საკითხები კომერციული საიდუმლოება ხდება.
ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია საუბარი.
ამასთან, კომერციულ საიდუმლოება იქნება ენერგეტიკულ საწარმოებთან დაკავშირებული პროექტების განმარტებითი ბარათიც.
უფრო კონკრეტულად, „ენერგეტიკული საწამოების მიმართ არსებული დავალიანებებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ:
„ენერგეტიკული საწამოების მიმართ არსებულ დავალიანებებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის #1338 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართი#1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ განკარგულების დანართი #1, ასევე ამ ამავე განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია (მათ შორის პროექტების განმარტებითი ბარათი), მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად“.

