ახალი ამბები

1-ელი დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +16°.