სიღნაღთან ახლოს ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა
საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში 20 ადამიანი იმყოფებოდა – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი აზერბაიჯანი–თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს და საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
საქაერონავიგაციის ინფორმაციით, თურქული C-130 ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთში გაქრა, განგაშის სიგნალის გარეშე. ამის შემდეგ დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

