სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ) სპორტული სამბოს კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონღოლი ჩიმედორჯ ნარან-ერდენი დაამარცხა.
ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები სპორტსმენი, მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ასევე გასულ წელს სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთში მიმდინარეობდა, 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

