ახალი ამბები

გურჯაანში, პლასტმასის ქარხანაში ხანძარი იყო

გურჯაანში პლასტმასის ქარხანის ნაწილი დაიწვა. კერძოდ, ცეცხლი შპს „აგროპლასტის“ საწარმოს გაუჩნდა.

ქარხანაში ძირითადად პლასტმასის ყუთები იწარმოება. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ხანძრის ქრობის სამუშაოებზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი