სოფელ ველისციხეში მოქმედი ბიზნესი, წარმოების გაზრდას გეგმავს
“მზერეული” 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ნატურალური ჩირეულის, ტყლპისა და ჩურჩხელის მრავალფეროვან ასორტიმენტს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ქეთევან სოლომნიშვილს ესაუბრა.
„უკვე სამი წელია ბაზარზე ვოპერირებთ და ეტაპობრივად ვვითარდებით. იზრდება როგორც წარმოება, ისე მომხმარებელთა რაოდენობა. ჩვენი მიმართულება სრულიად ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულია “, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
„მზერეულის“ ასორტიმენტში შედის ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ასევე ბადაგი. პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ჩვენს ასორტიმენტში შედის ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ჩემი ვენახის ბადაგი, რომელიც წარმოდგენილია სასაჩუქრე შეფუთვებში. მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია და ყოველწლიურად ოთხმაგდება მომხმარებლის რაოდენობა. “, – აცხადებს ქეთევან სოლომნიშვილი.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის სიჯანსაღე და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასია “, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„მზერეული“ სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ფიზიკური სივრცის გახსნას გეგმავს.
„ახლახანს მოვიგეთ გრანტი, რომლის ფარგლებში გადმოგვეცა მზის ენერგიაზე მომუშავე 300 კილოგრამიანი დეჰიდრატორი. ეს დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი წარმოების მოცულობას.
გარდა ამისა, ვგეგმავთ „ჩირის სახლის“ აშენებას. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მოამზადონ ჩირი და ჩურჩხელა. ამ ადგილს საგანმანათლებლო დანიშნულებასაც ექნება: ვაპირებ პროგრამის შექმნას, სკოლის მოსწავლეებისთვის და პირადად შევასწავლი მათ ჩირის წარმოების ტექნოლოგიებს “, – განმარტავს ქეთევან სოლომნიშვილი.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ. მიწოდება ხდება, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
,,მზერეული”- გაიცანით ჩირის მწარმოებელი, ველისციხელი ქეთი სოლომნიშვილი

