ახალი ამბები

ქვემო ალვანში თუშური გუდის ყველის ფესტივალი ჩატარდება

12 ოქტომბერს, ახმეტაში, სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტულ მეურნეობა „ითაბანში“ თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება.

წელს, თუშური გუდის ყველის ფესტივალი მეორედ ჩატარდება. მისი მიზანი უნიკალური თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია, ფერმერების მხარდაჭერა, თუშური კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლება, და აგროტურიზმის ხელშეწყობაა.

რა გელოდებათ ფესტივალზე?

  • ფერმერების ბაზრობა – თუშური გუდის ყველი (ცხვრის და ძროხის), რძის სხვა პროდუქტები (ჩოგი, ხმელი კალტი, ერბო), ასევე ღვინო, თაფლი, ბალახეულის ჩაი, მატყლის ნაწარმი და სხვა ადგილობრივი პროდუქტები.
  • თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო თუშური გუდა გამოვლინდება ჟიურის მიერ და ფერმერები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
  • თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფები მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს (კოტორი, ხინკალი და სხვა).
  • საკვები კუთხეები – თუშური და ადგილობრივი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი.
  • ფოლკლორული კონცერტი და ქორეოგრაფია – თუშური მუსიკა, ცეკვა და ტრადიციები.
  • საბავშვო კუთხე – ბავშვებისთვის გასართობი თამაშობები.

ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ორგანიზატორები: აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ და „თუშეთის განვითარების ფონდი“.