ახალი ამბები

ნათლისმცემლის ეკლესია სოფელ ქისტაურში

ნათლისმცემლის ეკლესია (5.2×3.5მ) უაფსიდოა და აღმ-ით სწორი კედლითაა დასრულებული. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია.

დას. ფასადის ჩამოშლილი ნაწილი მოგვიანებით შირიმის ქვებით აღუდგენიათ. შესასვლელი სამხრ-დან ჰქონია. აღმ. და დას. კედლებში თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია, აღმ. სარკმლის ორივე მხარეს- თითო მცირე ნიში. ეკლესია ერთიანი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის კვალი დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.