თუშური გუდის ყველის ფესტივალი ქვემო ალვანში
12 ოქტომბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტიში, სოფელ ქვემო ალვაშნი, აგროტურისტულ მეურნეობ „ითაბანში“ თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.
თუშური გუდის ყველის ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდება, რომლის მიზანიც არის უნიკალური თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია, ფერმერების მხარდაჭერა, თუშური კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლება, და აგროტურიზმის ხელშეწყობა.
რა გელოდებათ ფესტივალზე?
ფერმერების ბაზრობა – თუშური გუდის ყველი (ცხვრის და ძროხის), რძის სხვა პროდუქტები (ჩოგი, ხმელი კალტი, ერბო), ასევე ღვინო, თაფლი, ბალახეულის ჩაი, მატყლის ნაწარმი და სხვა ადგილობრივი პროდუქტები.
თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო თუშური გუდა გამოვლინდება ჟიურის მიერ და ფერმერები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფები მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს (კოტორი, ხინკალი და სხვა).
საკვები კუთხეები – თუშური და ადგილობრივი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი.
ფოლკლორული კონცერტი და ქორეოგრაფია – თუშური მუსიკა, ცეკვა და ტრადიციები.
საბავშვო კუთხე – ბავშვებისთვის გასართობი თამაშობები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ორგანიზატორები არიან: აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ და „თუშეთის განვითარების ფონდი“.

