ახალი ამბები

გურჯაანში ურბანული ხელოვნების ფესტივალი გაიმართა-ფოტოები

ქალაქ გურჯაანში, ურბანული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ხუთი საერთო საცხოვრებელი სახლის კედელი მოიხატა.

პროექტის მიზანია ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარება, ურბანული მხატვრობის კულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე ქუჩის ხელოვნების ხელშეწყობა. განხორციელებული ინიციატივის შედეგად, გურჯაანში შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურები ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის.

ურბანული ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება. პროექტი „TBILISI MURAL FEST“-ის მონაწილეობით განხორციელდა, სადაც ქართველ მხატვრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებიც ჩაერთნენ.