ახალი ამბები

წმინდა შიოს მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში

„შიოს მარანი“, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ზემოთ, ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, ფლატის პირას.

მონასტრის ნაგებობებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მხოლოდ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაა მოღწეული. თარიღდება XII საუკუნის II ნახევრით. იგი დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით აღმოსავლეთით. აფსიდი გარედან ხუთწახნაგა აბრისშია ჩაწერილი და ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან მოკლე მხრებით გამოიყოფა.

ეკლესია თითქმის მთლიანად, კვადრატული აგურითაა ნაგები. შიგნითა კედლების წყობაში, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ლოდებიც. აგურითაა ნაგები სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენებიც. დასავლეთის მინაშენი და მასზე მიშენებული ნაგებობაც რიყის ქვისაა.