ერისთავების ციხის კოშკი ქისტაურში
ერისთავების ციხის აღმ. კოშკი მდებარეობს ქისტაურის საჯარო სკოლის ეზოში. აღმოსავლეთის კოშკისგან შემორჩენილია ორსართულნახევარი. I და II სართულებს შესასვლელები ეზოს მხარეს ჰქონია. I სართულის კარის გვერდებზე თითო თაღოვანი, სათოფურით აღჭურვილი ნიშია, მათ პირდაპირ- ასეთივე თაღოვანი, უსათოფურო თითო ნიში, რომელთა შორის გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. სართულზე, ერთმანეთის პირდაპირ, ორი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლების ხვრელობი შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. I სართულს ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკის II სართულზე, სათოფურებით აღჭურვილი ექვსი სწორკუთხა ნიში, ორი ცალმაგი სათოფური და გეგმით ნახევარწრიული ბუხარია. აღმ-ით და დას-ით თითო გარეთკენ შემაღლებული სწორკუთხა სარკმელია, რომელთა გადახურვა სართულის ჭერის დონეზეა. III სართულის კედლები მხოლოდ 1.5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი.

ფოტო: ზვიად თურმანიძე

