ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვეში კანონდარღვევის ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს.
„ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 414 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 147 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში; 48 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში; 44 – გურიაში; 40-40 – აჭარასა და ქვემო ქართლში; 36 – შიდა ქართლში, 29 – მცხეთა-მთიანეთში; 18 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – კახეთში; 2 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

