ჯანდაცვა წელს 9.3%-ით გაძვირდა – საქსტატი
საქართველოში ინფლაციის ტენდენცია მზარდია, აგვისტოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია – საქსტატის თანახმად, სურსათის შემდეგ (10%), ყველაზე მეტად ჯანდაცვის ჯგუფში გაიზარდა ფასები, სადაც წლიური მატება 9.3%-ია.
დეტალური ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად – 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე გაძვირებულია მედიკამენტები, თერაპევტის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისები.

