ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგადაც ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.