ახალი ამბები

პესტიციდების გამოყენება ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქსტატი

2024 წელს საქართველოში გამოყენებული მინერალური სასუქების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ზრდა 4.6%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, შარშან საქართველოში ჯამში გამოყენებულ იქნა 52.3 ათასი ტონა მინერალური სასუქი, 2023 წელს კი 50 ათასი ტონა.

მინერალური სასუქებისგან განსხვავებით, წლიურად 8.8%-ით არის შემცირებულია სოფლის მეურნეობაში ორგანული სასუქების გამოყენება. ამასთანავე, 2017 წლის შემდეგ (140 ათასი ტონა), გამოყენებული ორგანული სასუქების რაოდენობა მინიმუმზეა.

ასე მაგალითად, 2024 წელს სოფლის მეურნეობაში ჯამში 176 ათასი ტონა ორგანული სასუქები იქნა გამოყენებული, წინა წელს კი 193 ათასი ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში იზრდება პესტიციდების გამოყენების მაჩვენებელი და 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია. (შენიშვნა: საქსტატზე მონაცემები 2006 წლიდან არის წარმოდგენილი).

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ჯამურად სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის მიერ გამოყენებულ იყო ჯამში 3 107 ტონა სხვადასხვა კატეგორიის პესტიციდები.