ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხის ,,ბარბარეს” სახელობის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ,,ბარბარეს” სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთ- დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ზე,შემაღლებულ ადგილზე.
ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს(XV-XVIII სს). მისი თქმით, ეკლესია დარბაზულია( სიგრძე- 7,8 მ. სიგანე – 4,1 მ).

,,შენობა ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს,რომლის გვერდებზე თითო ნიშაა. ფასადებიდან დეკორატიულობით გამოირჩევა, აღმოსავლეთის ფასადი,რომელიც შემკულია აგურის ნახევარწრიული ფორმის თაღებით. ეკლესია დაზიანებულ მდგომარეობაშია და საჭიროებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას”,– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.