„ინფრასტრუქტურულ ხარვეზებთან ერთად, სიჩქარეს აჭარბებენ და არასწორად მანევრირებენ“ – ეკა ლალიაშვილი
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ავარიის გამომწვევი 3 უმთავრესი ფაქტორი არსებობს.
„ზაფხულის სეზონზე ქვეყნის მასშტაბით მობილობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საგზაო შემთხვევების რისკსაც ზრდის. უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამ ფაქტორს: 1) უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა; 2) გამართული სატრანსპორტო საშუალება; 3) მძღოლის ცნობიერება და პასუხისმგებლიანი ქცევა.
საერთაშორისო პრაქტიკით, „შავი წერტილი“ ოფიციალურად განისაზღვრება, როდესაც კონკრეტულ მონაკვეთზე 1 წლის განმავლობაში ფიქსირდება 3–5 მძიმე შედეგით დასრულებული საგზაო შემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ლოკაციის სიღრმისეული შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება”.

