თუშეთის დაცული ტერიტორიები – წესებისა და რეგულაციების დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას
,,თუშეთის დაცული ლანდშაფტი” სოციალურ ქსელში ვიზიტორების საყურადღებოდ პოსტს ავრცელებს.
პოსტში ნათქვამია, რომ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ვიზიტორები ტყის მასივებში ბანაკდებიან, ანთებენ კოცონს და ტოვებენ დიდი რაოდენობით ნარჩენებს.
,,დაფიქსირდა შემთხვევაც, როცა ტერიტორია მიტოვებულია ანთებული კოცონით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აქ არსებულ უნიკალურ ბუნებას და ადამიანების უსაფრთხოებას. გთხოვთ, გახსოვდეთ — დაცულ ტერიტორიებზე მოქმედი წესებისა და რეგულაციების დაცვა სავალდებულოა! მათი დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოექეცით თუშეთის უნიკალურ ბუნებას სიფრთხილითა და პატივისცემით — ის ჩვენი საერთო ეროვნული საგანძურია”.
,,თუშეთის დაცული ლანდშაფტი” მოუწოდეს ყველას რომ დაიცვან სისუფთავე, არ დაანთონ კოცონი დაუშვებელ ადგილას და გადაყარონ ნაგავი.

ფოტო: თუშეთის დაცული ტერიტორიები

