ახალი ამბები

საქსტატი – რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. გასული წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 186.1 მილიონი ლიტრი რძე იწარმოვა.

ხორცის წარმოება საანგარიშო პერიოდში 18.2 ათასი ტონა დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია. 2024 წლის II კვარტალში ხორცის წარმოება 20.1 ათას ტონას შეადგენდა.

კვერცხის წარმოება 6.6%-ით გაიზარდა და 179.7 მილიონ ერთეულს გაუტოლდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 168.5 მილიონი იყო.

მეცხოველეობის სექტორში, 2025 წლის II კვარტალის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც წლიურად 2%-ით შემცირებულია. ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულით განისაზღვრა (-12.5%), ხოლო ფრინველის რაოდენობა 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონ ფრთას მიაღწია.

წარმოდგენილი მონაცემები წინასწარია და 2025 წლის საბოლოო სტატისტიკა 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ექსპორტს და იმპორტს

ექსპორტის მხრივ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 21.3 ათას სულამდე შემცირდა (წინა წლის 22.0 ათასი, -3.1%), ღორების ექსპორტი 300 ერთეულია (წინა წელს არ განხორციელებულა), ფრინველის ექსპორტი კი 1.510 მილიონ ფრთას შეადგენს, რაც 50%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (2024 წელს 3.048 მილიონი ფრთა).

იმპორტის მიმართულებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოტანა 2.3 ათას ერთეულამდე შემცირდა (წინა წლის 4.9 ათასი, -53%), ღორის იმპორტი გაიზარდა 40.9 ათას ერთეულამდე (წინა წლის 38.3 ათასი, +6.7%), ხოლო ქათმის იმპორტი 1.877 მილიონ ფრთამდე შემცირდა (წინა წლის 2.304 მილიონი, -18.5%).