ახალი ამბები

წელს, საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1,50 ლარი იქნება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1,50 ლარი იქნება, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების ყურძნის- 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი, ხოლო დაზიანებულ/დაავადებული ყურძნის – 1,00 ლარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს გათვლებით, 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.