დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გიურზამ მამაკაცი დაკბინა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, გიურზამ 68 წლის კაცი დაკბინა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეწარმავალმა ადგილობრივი იმ დროს დაგესლა, როცა ის შინაური ფრინველის გადარჩენას ცდილობდა.
დაშავებული ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავდაპირველად ანტიგიურზინი გაუკეთდა, რის შემდეგაც მკურნალობა გურჯაანში განაგრძო.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის სახლშია გაწერილი.
დედოფლისწყაროს ჯანდაცვის განყოფილებაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში ანტიგიურზინის დეფიციტი არ არის.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში ორი ერთეული ანტიგიურზინი ინახება.

