ალბურუშვილების ეკლესია სოფელ საჩალეში
ალბურუშვილების ეკლესია მდებარეობს სოფელhttps://knews.ge/wp-admin/edit.php საჩალეში ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (6,6 x 4 მ). ნაგებია რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ტლანქად დამუშავებული ქვები. ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული აღმ. ნაწილი, რის გამოც აფსიდის ფორმის დადგენა არ ხერხდება; კედლები 1,8-2,3 მ-ზეა შემოჩენილი; სამხრეთ მინაშენის მხოლოდ კვალი შეიმჩნევა; ინტერიერი მიწითა და ქვითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი სწორკუთხაა. სამხრეთ კარით ეკლესია მინაშენს უკავშირდებოდა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში პატარა სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლების შემორჩენილ ნაწილებში სარკმლების კვალი არ ჩანს. დასავლეთ ფასადზე კარს შირიმის განიერი საპირე ჰქონია (შემორჩენილია გვერდის ნაწილების თითო ქვა), რომლის პროფილს შეადგენს ორ ვიწრო ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი გლუვი ზედაპირი. ეკლესიის დასავლეთით 2 მ-ზე, გაურკვეველი ნაგებობის ნაშთია. ეკლესიას გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის კვალი აქა-იქღა შემორჩა.
ფოტო: ზვიად თურმანიძე

