4 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

