ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა ამოტრიალდა, ქვეითი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.