გარემოს ეროვნული სააგენტო – 26 ივლისს წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ზოგან გაწვიმდეს, შესაძლებელია ასევე ელჭექი და სეტყვაც.
მათივე ინფორმაციით, 28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
,,კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

