ახალი ამბები

საჩინოს მცირე ეკლესია “ბზასაყდარი” ახმეტის მუნიცაპალიტეტში

საჩინოს მცირე ეკლესია “ბზასაყდარი” მდებარეობს სოფელ ახალდაბაში ახმეტის მუნიციპალიტეტში.

ბზასაყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში. აქ ერთ ნაგებობადაა გაერთიანებული 2 ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო და ერთი გაურკვეველი დანიშნულების სათავსი.


საჩინოს მცირე ეკლესია “ბზასაყდარი”

ეკლესია დარბაზულია (6,8X4,7 მ), რომელსაც სამხრეთიდან თანადროული ეგვტერი ეკვრის. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები მობათქაშებულია ეკლესიის საკურთხეველში და დარბაზის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მხატვრობის ფრაგმენტები.

ლიტერატურა: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 60-61.


საჩინოს მცირე ეკლესია “ბზასაყდარი”