სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.
განაცხადების მიღება გაგრძელდება:
რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:
რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება; მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე; ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის – ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს – 18-40 წლის ჩათვლით.

