თუშეთში მოტოტურების სიმრავლეა
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რომ ბოლო წლებში თუშეთში შეინიშნება მოტოტურების სიმრავლე.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის მიერ გამოქვეყნებულ ინფრომაციაში ვკითხულობთ რომ დაცულ ტერიტორიებზე მოტოციკლით გადაადგილება იწვევს სერიოზულ ზიანს.
,,იწვევს ნიადაგის, მცენარეების და ეკოსისტემების დაზიანებას. ხმაური აშფოთებს ველურ ბუნებას. აზიანებს იტორიულ – კულტურულ მემკვიდრეობას. არღვევს გარემოსდაცვით კანონმდებლობას.
თუშეთი არაა მოტოტრასა. გთხოვთ, იარეთ მხოლოდ საავტომობილო გზაზე. წესების დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას”.

