21-23 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსამდე მოიმატოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.

