ახალი ამბებიბლოგები

როგორ ავიცილოთ მზის დარტყმა თავიდან – რჩევები

ზაფხული ცხელ დღეებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 35-გრადუსს გადააჭარბებს, ხშირია ,,მხის დარტყმის” ფაქტები.

რა არის მზის დარტყმა?
მზის დარტყმა არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თქვენი ორგანიზმის გადახურებით. ეს ძირითადად ხდება მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის ან ფიზიკურად დატვირთვის შედეგად. ეს არის სითბური დაზიანებების ყველაზე სერიოზული ფორმა. მზის დარტყმა შეიძლება განვითარდეს თუ ორგანიზმის ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავა.

მზის დარტყმა სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. მკურნალობის გარეშე დატოვებულ მზის დარტყმას სწრაფად შეუძლია დააზიანოს თქვენი ტვინი, გული, თირკმელები და კუნთები. რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება მკურნალობა, მით უფრო იზრდება ზიანი და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ან სიკვდილის განვითარების ალბათობა.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის რჩევები: როგორ უნდა მოიქცეთ თუ მზის დარტყმა მიიღეთ?

როგორ ამოვიცნოთ მზის დარტყმა?
მზის დარტყმის სიმპტომები შეიძლება თანდათანობით განვითარდეს, ან მოულოდნელად გამოავლინოს თავი. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: ძლიერი თავბრუსხვევა და სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, კანის სიწითლე, განსაკუთრებული სიმხურვალე, ბუნდოვნების შეგრძნება და ხშირ შემთხვევაში გონების დაკარგვაც კი.

როგორ მოვიქცეთ მზის დარტყმის შემთხვევაში?
გადაიყვანეთ ადამიანი ჩრდილში ან გრილ ადგილას. გახადეთ მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი და ჩააცვით მაქსიმალურად მსუბუქად, რომ სხეულმა გაგრილება შეძლოს. დაშავებული დააწვინეთ ზურგზე, თავი ოდნავ ზემოთ. თუ გონება არ დაუკარგავს, დაეხმარეთ წყლის დალევაში. დაადეთ სველი პირსახოცები შუბლზე, კისერზე, იღლიებთან და საზარდულთან. ეს არის ადგილები, სადაც სითბო ყველაზე სწრაფად იშლება. მზის დარტყმა არის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა, ამიტომ თუ სიმპტომები ძლიერდება ან გრძელდება, აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება.

რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?
სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
გულისრევა, პირღებინება;
ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;

როგორ დავეხმაროთ პატარას?
პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას – ჩრდილში ან გრილ ოთახში;
გახადეთ ტანსაცმელი;
გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
სიცხის დამწევი მედიკამენტი – მაღალი ცხელების შემთხვევაში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება.