ახალი ამბები

„სორელე“ – სიყვარულით და შრომით შექმნილი ჩიმნი ქეიქების სახლი თელავში

,, „სორელე“ არის ჩვენი ოჯახის სიყვარულით და შრომით შექმნილი ჩიმნი ქეიქების სახლი, სადაც ყველა ინგრედიენტი პრემიუმ ხარისხისაა”, – აცხადებს ია ისკანდაროვა.

პროფესიით იურისტმა ია ისკანდაროვმა, თელავში, ჩიმნი ქეიქების წარმოება დაიწყო. იგი, Knews – სთან აცხადებს, რომ ინგრედიენტი პრემიუმ ხარისხისაა.

,, „სორელე“ არის ჩვენი ოჯახის სიყვარულით და შრომით შექმნილი ჩიმნი ქეიქების სახლი, სადაც ყველა ინგრედიენტი პრემიუმ ხარისხისაა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ნაყინიან ჩიმნი ქეიქზეა, განსაკუთრებით ზაფხულის სიცხეში. თუმცა არანაკლებად პოპულარულია ხილით შერეული, ნაყინის გარეშე ვერსიებიც. ჩვენი მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან: ერთხელ გასინჯო და მეორედ აუცილებლად ბრუნდები. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია”.

იას თქმით, ჩიმნი ქეიქის მომზადება მისთვის იმდენად სასიამოვნო პროცესია რომ შემოსავლის წყაროდ იქცა:

,,ჩიმნი ქეიქის ჭამა ჩემთვის არა მხოლოდ გემრიელი სიამოვნებაა, არამედ ენით აღუწერელი ბედნიერების მომტანი პროცესია — და ახლა ის ჩემი ბიზნესი გახდა. მომავალში ვგეგმავთ ახალი, უნიკალური გემოები დავამატოთ, ისეთი, რაც ჯერ არ არის თელავში — და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუზიარებთ ამ ტკბილ გამოცდილებას.
ჩემი გული ყოველთვის იმდაგვარ გემრიელ თავგადასავლებთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა ტრდელნიკი — ჩეხური წარმოშობის ტკბილი დესერტი, რომელიც ჩემი მოგზაურობის საუკეთესო თანამგზავრი გახდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვცდილობდი შემენიშნა და გამესინჯა ადგილობრივი ვერსია.
მერე ეს გემრიელი ტრადიცია ჩემს და-ძმებთანაც გავაზიარე. უფროსი და პროფესიით კონდიტერია და მუშაობდა საზღვარგარეთ, ერთ-ერთ წამყვან საკონდიტრო დაწესებულებაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტრდელნიკის მომზადება სცადა და დაუვიწყარი შედეგიც მიიღო. სწორედ მაშინ მივხვდით — ეს გემოვნება არ უნდა დავიტოვოთ მხოლოდ ოჯახისთვის. სამმა დამ გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა, მაგრამ გემრიელი ბიზნესი გაგვეკეთებინა და დავაფუძნეთ „სორელე“ — რაც იტალიურად დებს ნიშნავს”.