იზრდება ჯარიმები თვითნებურად გადაკეთებულ ავტომობილებზე
იზრდება ჯარიმები თვითნებურად გადაკეთებულ ავტომობილებზე, მათ შორის თვითნებურად ჩაითვლება ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომელსაც მაყუჩი აქვს გადაკეთებული.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.

