ახალი ამბები

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ყვარელში,ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომბილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ორივე ტრანსპორტში მყოფი მგზავრებიდან, სულ 14 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ სავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.