ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე კახეთში

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, დღეს მზიანი დღეა და სითბო +26 გრადუსს მიაღწევს.

,,6 ივნისს, პარასკევს, ნალექიანი დღეა და მცირე წვიმა ღამით პირველი საათიდან ივარაუდება. ხანმოკლე წვიმები კი, დღის ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. წვიმის ინტენსივობა გაძლიერდება 16:00 საათიდან 18:00 საათამდე და დღის განმავლობაში 20-მმ-ს უნდა მიაღწიოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპ-რა +22-გრადუსია.
7 ივნისს, შაბათს, მზიანი დღეა და მცირე 55%-იანი წამოწვიმება 17:00 საათისთვისაა ნავარაუდევი. ხუთშაბათი და კვირა იდეალურიდღეებია ვენახის შეწამლისათვის. ჰაერი 22-გრადუსამდე გათბება.
8 ივნისს, კვირას უნალექო, მშვიდი, მზიანი უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია”.