თელავში, ჭადრის ხის მიმდებარედ ვარდების ბაღი გაშენდა
თელავში, ისტორიული ჭადრის ხის მიმდებარედ ვარდების ბაღი გაშენდა.
გარდა ვარდების ბაღისა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ისტორიული, 900 წლის ჭადრის ხესთან მოეწყო პანორამული გადასახედი, დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გალავანს.
,,ჭადრის ხის მიმდებარედ, 300-მდე სხვადასხვა ჯიშის ვარდი და მარადმწვანე მცენარეები დაირგო. რაც შეეხება ჭადრის ხეს, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ჭადრის ხის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, წლის განმავლობაში სხვლის, ფორმირებისა და ფიტოსანიტარული სამუშაოები ტარდება,” – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

