სიღნაღში უხვი ნალექის გამო დაზიანებული გზების გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო დაზიანებული გზების აღდგენა- გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტეექნიკა. შიდა გზები წესრიგდება სამ ლოკაციაზე, – სოფელ ჯუგაანში და მაჩხაანის საუბნო გზის ორ მონაკვეთზე. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, გუშინ უხვი ნალექის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე “შიხიანთ” ხევი ადიდდა, რამაც სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთი უბნის გზა დააზიანა. გზები დაზიანდა სოფელ მაჩხაანში, ტიბაანსა და ბოდბისხევში.

