ახალი ამბები

კახეთში 33 მგვ-ი სიმძლავრის „სტორი 1″ – ჰესის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

კახეთში, მდინარე სტორზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „სტორი – 1″ – ის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 33,6 მგვტ, წლიური გამომუშავება – 150 მლნ. კვტ. სთ, ხოლო საპროექტო ინვესტიცია 44,85 მლნ. აშშ დოლარი. სადგური 2025 წლის ბოლოს ამოქმედდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ სადგურისა და სადერივაციო გვირაბის, აგრეთვე სხვა ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ „სტორი 1″ – ის ინვესტორი კომპანია ასევე ახორციელებს სოციალურ პროექტებს სადგურის სიახლოვეს მდებარე სოფელ ლეჩურში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია სოფლის მცხოვრებლებს მძიმე ტექნიკით სხვადასხვა ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე მატერიალურ მხარდაჭერას უჭერს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვ.