ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში ერთი პირი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავში, ალაზნის გამზირზე, ერთი პირი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოტოციკლს მართავდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.