ახალი ამბები

უწყვეტი პროტესტის 180-ე დღე – “ეს დღე ჩვენია!”

26 მაისის პროტესტების განრიგი ცნობილია. დღეს, უწყვეტი პროევრუპული აქციების 180-ე დღეს, მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან დედაქალაქსა და რეგიონებში და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ “ქართული ოცნების გატარებულ პოლიტიკას. მიზანი უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

26 მაისის პროტესტების განრიგი:

თბილისი:

15:00 საათი, საჯარო მოხელეების მარში – ეს დღე ჩვენია!

რესპუბლიკის მოედანზე

15:00 საათი, დამოუკიდებლობის აღლუმი!

რესპუბლიკის მოედანი

15:00 – 23:55 საათი, საქართველო კვლავ დაგიცავ! გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

რუსთაველის გამზირი

16:00 – 17:45 საათი, კულტურის სფეროს მსვლელობა – საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია!

თბილისი, ფილარმონია

19:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! [წინააღმდეგობის პლატფორმა]

პარლამენტის წინ

20:00 საათი, ძალა სტუდენტების ერთობაშია!

პირველი კლასიკური გიმნაზია

თელავი:

19:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის!

მერია

ახმეტა:

17:00 საათი, ერთად დამოუკიდებლობისთვის! პროტესტის 180-ე დღე!

მერია