ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

დღეს, 26 მაისის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე და ერეკლე II-ის N1-მდე(სასტუმრო ჰოლიდეი ინნ) ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ საზოგადოებრივი ტრანსპორტს, გადაადგილდება შემოვლითი გზით, ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვა 27 მაისს, 09:00 საათიდან მოიხსნება.