როგორი ამინდი იქნება კახეთში
სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, 26 მაისი უმეტესად მზიანია და ჰაერი 24-გრადუსამდე გათბება.
,,27 მაისს ახალმთვარეობაა. ეს დღე ცვალებადი მოღრუბლულობით და აღმოსავლეთის სუსტი ქარის თანხლებით ჩაივლის, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსია. 28 მაისს ხმელთაშუა ზღვის ციკლონი ხელს შეუშლის ჩრდილოეთის მძლავრ ანტიციკლონს. წვიმა მოსალოდენლია ღამის პირველი საათიდან და როგორც წესი, ამ დროს სეტყვა თითქმის არ მოდის. ჰაერიკი, 23 გრადუსამდე უნდა გათბეს. 29 მაისი მზიანი და უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს”.

